სარეკლამო საწარმო
ფერადი ბეჭდვის პრინციპი თითქმის იგივეა, რაც შავ-თეთრი ლაზერულის, “მცირე” გამონაკლისის გარდა – ერთის მაგივრად გამოიყენება ოთხი ფოტობარაბანი, ოთხი საღებავი და ოთხი გამოსახულებიდან, ერთის მისაღებად საჭირო, განსხვავებული სისტემა. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ანაბეჭდის თვითღირებულება გაცილებით მაღალია.
ჩვენი ფერადი აპარატები ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვეა საქართველოში. ეს საშუალებას გვაძლევს პასუხი ვაგოთ ხარისხზე და მომხმარებელსაც შესაძლებლობების ფარგლებში შედარებით იაფი მომსახურება შევთავაზოთ. თუმცა, ისევ ვიმეორებთ, სიიაფე ჩვენი თვითმიზანი არაა.
როცა გეჩქარებათ – “კოპიპრინტი” კარგი არჩევანია. ხარისხი და პასუხისმგებლობა, ჩვენთან დამზადებული პროდუქციის გარანტიაა.
Copyright © 2024 Copyprint