(032) 2 38 50 18 / 2 38 50 19 / 2 36 36 78 / 2 34 05 55

სამუშაო საათები: 9.00-18.00 სთ, შაბათს - 10.00-17.00 სთ.

ჩვენს შესახებ

როცა გეჩქარებათ – “კოპიპრინტი” კარგი არჩევანია. ხარისხი და პასუხისმგებლობა, ჩვენთან დამზადებული პროდუქციის გარანტიაა.


თანამედროვე სტანდარტების:
● პოლიგრაფიული სერვისი,

● ლაზერული გრავირება და ჭრა,

● ბეჭედი და შტამპი,

● შიდა და გარე რეკლამა,

● ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი,

● კედლის აბრები, ბრელოკები, პასტები, მაიკები და ა. შ.

● რუტერით, პლოტერითა და მყარ ზედაპირზე საბეჭდით – სარეკლამო პროდუქციის დამზადება

ეს და მრავალი სხვა არის ის, რასაც ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება და პროფესიონალიზმი გთავაზობთ. ჩვენ გადავჭრით თითქმის ნებისმიერი სირთულის ამოცანას.

 

არსებობის 20 წლის მანძილზე, მუდამ ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ თანამედროვე გამოწვევებს და შეძლებისდაგვარად ვიყოთ ტექნოლოგიური განვითარების პიკზე.

ამიტომ, ინვესტიციებს ვახორციელებთ ისეთ მანქანა-დანადგარებში, რომლებიც საშუალებას მოგვცემს სრულად დავაკმაყოფილოთ ჩვენი მომთხოვნი შემკვეთის სურვილები, იმისათვის რომ მათ განავითარონ თავიანთი ბიზნესი.

ასევე ჩვენ ვცდილობთ არ დავიშუროთ დრო და გამოცდილება თანამედროვე კადრების მომზადებაში, რაც ჩვენის აზრით, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თანამედროვე ტექნიკა. ყოველი ჩვენი თანამშრომელი არის «კოპიპრინტის» ოჯახის წევრი და ჩვენ ვამაყობთ ამით. დიდმა უმრავლესობამ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ფეხი ჩვენთან აიდგა პროფესიული თვალსაზრისით და დღეს გვევლინებიან, როგორც ჩამოყალიბებული სპეციალისტები. რაც სამწუხაროდ, დიდი დეფიციტია დღევანდელ საქართველოში.

(032) 2 38 50 18

(032) 2 38 50 19

(032) 2 36 36 78

(032) 2 34 05 55