სარეკლამო საწარმო
“კოპიპრინტში” შავ-თეთრი ბეჭდვისას, ვიყენებთ იგივე აპარატურას, რასაც ასლის გამრავლებისას, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა. გამონაკლისს კი წარმოადგენს შემთხვევა, თუ საჭიროა ერთი გვერდის 100 და მეტ ასლად გამრავლება. ამ შემთხვევაში გამოიყენება – რიზოგრაფი ან ტიპოგრაფიული მანქანა. ისინი მორგებულია მრავალტირაჟიანი ბეჭდვისთვის და ანაბეჭდიც თვითღირებულებიდან გამომდინარე, შედარებით იაფია.
სამაგიეროდ ლაზერულ პრინციპზე დაფუძნებულ მანქანაზე შესაძლებელია, ნებისმიერი დოკუმენტის თითო ეგზემპლარად ბეჭდვა. მაგალითად – 100 გვერდიანის ერთ ეგზემპლარად. ეს რიზოგრაფზე ან ტიპოგრაფიულ მანქანაზე წარმოუდგენელია. ამ შემთვევაში შესაძლებელია ერთგვერდიანი დოკუმენტის 100 ეგზემპლარად გამრავლება.
აქედან გამომდინარე ჩვენ ვცდილობთ მოვერგოთ შემკვეთის მოთხოვნებს და ხარისხის გათვალისწინებით, რაც შეიძლება იაფფასიანი მომსახურება შევთავაზოთ. თუმცა სიიაფე ჩვენი თვითმიზანი არ არის. ხშირ შემთხვევაში იაფი პროდუქცია უხარისხოა.
როცა გეჩქარებათ – “კოპიპრინტი” კარგი არჩევანია. ხარისხი და პასუხისმგებლობა, ჩვენთან დამზადებული პროდუქციის გარანტიაა.
Copyright © 2024 Copyprint