(032) 2 38 50 18 / 2 38 50 19 / 2 36 36 78 / 2 34 05 55

სამუშაო საათები: 9.00-18.00 სთ, შაბათს - 10.00-17.00 სთ.

სარეკლამო საწარმო

სავიზიტე ბარათები

გვინდა ორიოდე სიტყვა ვთქვათ სავიზიტე ბარათების შესახებ.

იცით როგორ ეძახდნენ ძველ საფრანგეთში მათ? Carte de Visite.

ცოტა ისტორია…

როგორც ამბობენ პირველი სავიზიტე ბარათები გამოჩნდა ძველ ჩინეთში დაახლოებით 2500 წლის წინ, ჩუნციუს (770–476 წლები ძვ. წ.) და ჩჟანგოს (471-221 წლები ძვ. წ.) ეპოქაში. ისინი წარმოადგენდნენ თხელი – ხის ან ბამბუკის პატარა დაფას, რომელზეც ვერტიკალურად იწერებოდა იეროგლიფები. ცოტა მოგვიანებით კი (ძვ. წ. III საუკუნე) ვრცელდება აბრეშუმი. ტექსტში აღინიშნებოდა პიროვნება და მისი ვიზიტის მიზანი. ყოველი ახალი შემთხვევისათვის მზადდებოდა ინდივიდუალური სავიზიტე ბარათი და იწერებოდა გამოცდილი კალიგრაფების მიერ.

თანამედროვესთან მიახლოებული სავიზიტე ბარათები გამოჩნდა საფრანგეთში “მეფე-მზის”, ლუდოვიკო XIV-ს დროს. მაგრამ როგორც ძნელი მისახვედრი არ არის, ვერც მაშინ ჰპოვა დიდი გავრცელება, ძირითადად მისი სიძვირის და დამზადების სირთულის გამო. ხშირ შემთხვევაში ისინი ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენდნენ.

XX საუკუნეს შეიძლება ვუწოდოთ სავიზიტე ბარათების ოქროს ხანა. ბიზნესის განვითარებამ და პოლიგრაფიის გაიაფებამ მათი გავრცელება გამოიწვია. პირველ რიგში ევროპასა და ამერიკაში, სადაც მათ საფრანგეთისგან განსხვავებით business card-ი დაარქვეს, ე. ი. “საქმიანი ბარათი”.

დღეს, საქმიანი ადამიანისთვის სავიზიტე ბარათი აუცილებლობას წარმოადგენს. თანაც სხვადასხვა შემთხვევისთვის სხვადასხვა ინფორმაციის ბარათი გამოიყენება. საქმიანზე მხოლოთ სამსახურის ტელეფონი იწერება, ხოლო მეგობრებისთვის ან ნათესავებისთვის პირადი. ეს საზღვარგარეთ.

საქართველოში კი სავიზიტე ბარათები მეტ-ნაკლებად 90-ანი წლებიდან ჩნდება, მაგრამ მათი დამზადებისა და ხმარების კულტურა ჯერჯერობით ბოლომდე არ გავრცელებულა.

პირველ რიგში გვინდა ვთქვათ ორმხრივ სავიზიტე ბარათებზე. გასაგებია, რომ სიიაფის გამო ბევრი ცდილობს ორენოვანი დამზადდეს, მაგრამ ბარათის მეორე მხარე, როგორც წესი გამოიყენება შენიშვნებისთვის, თანაც ქართველს ინგლისური ტექსტი არ სჭირდება, უცხოელს კი ქართული. მხოლოდ უცხოურ ენაზე დაბეჭდილი სავიზიტე ბარათის საქართველოში ხმარება კი, პროვინციალიზმია.

როგორც წესი ბარათი იბეჭდება მაღალი ხარისხის, შედარებით ძვირად ღირებულ ფაქტურიან ქაღალდზე 30-100 ცალის ოდენობით, თუმცა არის გამონაკლისებიც. ბარათი არ უნდა იყოს გადატვირთული და ინფორმაცია ადვილად აღიქმებოდეს.

ჩვენთან შეგიძლიათ დაბეჭდოთ, როგორც “კოპიპრინტში” შექმნილი დიზაინით, ასევე თქვენს მიერ მოტანილით. უმოკლეს დროში (30-60 წთ.) და ხარისხიანად.

ქვემოთ მოყვანილია რამოდენიმე მაგალითი:

თუ თქვენ გაქვთ საკუთარი დიზაინი, გთხოვთ გაითვალისწინოთ სავიზიტე ბარათის სტანდარტული ზომები და ინფორმაციის განლაგების არე, თუმცა არასტანდარტული დიზაინიც არ არის პრობლემა. ყველაფერი შესრულების დროსა და თანხასთანაა დაკავშირებული.

(032) 2 38 50 18

(032) 2 38 50 19

(032) 2 36 36 78

(032) 2 34 05 55