მაისურზე ბეჭდვა

ქუჩაში ალბათ შეხვედრიხართ ნახატით ან წარწერით გაფორმებულ მაისურიან ადამიანს. ხშირ შემთხვევაში ის მაღაზიაშია ნაყიდი და მასზე რაღაც სტანდარტული წარწერა ან გრაფიკული გამოსახულებაა.

 

ნაჭერზე ბეჭდვის ტექნოლოგიის გაიაფებამ და განვითარებამ შესაძლებლობა მოგვცა მაისურზე დავიტანოთ თითქმის ნებისმიერი ნახატი ან წარწერა, რამაც შექმნა მოთხოვნილება ინდივიდუალურ გაფორმებაზე. ამით  შესაძლებელია მივანიჭოთ მას ორიგინალურობა.

 

"კოპიპრინტში" გვაქვს მაისურების არჩევანიც. თუმცა რა თქმა უნდა ის დიდი ვერ იქნება. ზომა, ფერი და ხარისხი შეზღუდულია. და თუ რაიმე განსაკუთრებული გნებავთ, მის შერჩევაზე თვითონ უნდა იზრუნოთ. ერთია გასათვალისწინებელი - ნაჭერი დიდ ტემპერატურას უნდა უძლებდეს. ანუ, უბრალოდ რომ ვთქვათ, დაუთოვება უნდა იყოს შესაძლებელი. ეს არის ტექნოლოგიური შეზღუდვა. დანარჩენი თქვენსა და ჩვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული.