ბუკლეტი

ბუკლეტი, ან ტრიპლეტი წარმოადგენს ორად ან სამად დაკეცილ სრულფასოვან სარეკლამო, მაღალხარისხიან ქაღალდზე დაბეჭდილ ფერად პოლიგრაფიულ ნაწარმს, რომელიც აკინძვას არ ითვალისწინებს. ფლაერისაგან განსხვავებით მისი მოცულობა მეტია და შესაძლებელია მეტი ინფორმაციის დატევა. ე. ი. დიზაინერს მეტი გასაქანი აქვს.

 

ჩვენთან შეგიძლიათ დაამზადოთ ნებისმიერი დიზაინისა და სირთულის ბუკლეტი, რაოდენობით ერთიდან რამდენიმე ათასამდე, უმოკლეს დროში. როგორც ყოველთვის ხარისხზე პასუხისმგებლები ვართ. ფასი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია შესრულების დროზე და ძირითადად ამის მიხედვით იცვლება.

ქვემოთ მოცემულია ბუკლეტის და ტრიპლეტის სახეები, დაკეცვის ნიმუშები და აგრეთვე ინფორმაციის განლაგების არე:

 

თუ თქვენ გაქვთ საკუთარი დიზაინი, გთხოვთ გაითვალისწინოთ სტანდარტული ზომები და ინფორმაციის განლაგების არე, თუმცა არასტანდარტული დიზაინიც არ არის პრობლემა. ყველაფერი შესრულების დროსა და თანხასთანაა დაკავშირებული.

უფრო ვრცლად იხილეთ პორტფოლიო