მოსაწვევი

მოსაწვევი წარმოადგენს პიროვნების მიმართ პატივისცემის გამოხატვას და მნიშვნელოვანია იყოს გამორჩეული ფორმის და დიზაინის.

 

ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ახალი დიზაინის მოსაწვევი, ასევე შეგვიძლია გამზადებულის შიგთავსზე დავბეჭდოთ ტექსტი. თუმცა, როგორც წესი, ეს საკითხი წყდება ინდივიდუალურად და ცალკე შეთანხმებას საჭიროებს. ამიტომ მნიშვნელოვანია დროში ძალიან არ ვიყოთ შეზღუდულნი, რადგან სასურველი ფორმის მოსაწვევის პოვნა შეიძლება გაუჭირდეს დამკვეთს.

 

როგორც წესი, მოსაწვევი იბეჭდება მაღალი ხარისხის ფაქტურიან ქაღალდზე, ერთიდან 200-300 ცალის ოდენობით. როცა დეტალები შეთანხმებულია, შესაძლებელია ყოველ მოსაწვევში ჩაიწეროს პერსონალური სახელი და გვარი და ამით მივანიჭოთ მას ინდივიდუალურობა.