ფერადი ბეჭდვა

ფერადი ბეჭდვის პრინციპი თითქმის იგივეა, რაც შავ-თეთრი ლაზერულის, "მცირე" გამონაკლისის გარდა - ერთის მაგივრად გამოიყენება ოთხი ფოტობარაბანი, ოთხი საღებავი და ოთხი გამოსახულებიდან, ერთის მისაღებად საჭირო, განსხვავებული სისტემა. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ანაბეჭდის თვითღირებულება გაცილებით მაღალია.

ჩვენი ფერადი აპარატები ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვეა საქართველოში. ეს საშუალებას გვაძლევს პასუხი ვაგოთ ხარისხზე და მომხმარებელსაც შესაძლებლობების ფარგლებში შედარებით იაფი მომსახურება შევთავაზოთ. თუმცა, ისევ ვიმეორებთ, სიიაფე ჩვენი თვითმიზანი არაა.