კედლის საათები

"კოპიპრინტში" შეგიძლიათ დაამზადოთ ბრენდირებული საათი. იგულისხმება საათი, რომლის ციფერბლატზე გამოისახება კომპანიის ლოგო, ან სხვა რამ, თქვენი სურვილით. საათის ფორმა, ზომა და ფერი  სტანდარტულია. ის შეიძლება იყოს მრგვალი ან კვადრატული. იცვლება ციფერბლატი.

 

მაგრამ ჩვენი შეთავაზება ამით არ შემოიფარგლება. შესაძლებელია დამზადდეს თითქმის ნებისმიერი ფორმის და ზომის საათი. თუ თქვენი ლოგო ამის საშუალებას იძლევა, ის იქნება ლოგოს ფორმის ან სხვა. ყველაფერი თქვენსა და ჩვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე მაგალითი. უფრო ვრცლად, იხილეთ პორტფოლიო.