ასლის გამრავლება

ასლის გამრავლება ჩვენთვის ჩვეული სახით მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან გავრცელდა და მის სათავეში ამერიკული კომპანია XEROX-ი იდგა, რომელმაც გამოიყენა ასევე ამერიკელი მეცნიერის ჩესტერ ფ. კარლსონის (1906-1968 წ. წ.) პატენტი.

მისი მოქმედების პრინციპი მდგომარეობს შემდეგში:

ორიგინალს სინათლეს ასხივებს დიდი სიმძლავრის ნათურა, სხივი აირეკლება, ხვდება სპეციალურ ფოტობარაბანზე და მუხტავს მას. დამუხტული ადგილი იკრავს საღებავს, რომელიც თავის მხრივ გადადის ქაღალდზე და დიდი ტემპერატურის ქვეშ დნება. ამის შემდეგ ის ქაღალდის სტრუქტურაში მაგრდება. თანამედროვე ასლგადამღებ აპარატებში ნათურის მაგივრად გამოიყენება ლაზერის სხივი და ისინი მოქმედების პრინციპით ჩვეულებრივი პრინტერებია. ამ ინოვაციის პირველობაც კომპანია XEROX-ს ეკუთვნის. თუმცა დიდი წვლილი მის განვითარებაში ასევე ამერიკულმა კომპანია Hewlett Packard-მა შეიტანა, რომელსაც მოკლედ HP-ს უძახიან.

 

ჩესტერ ფ. კარლსონის გამოგონებული პრინციპი:

ფოტობარაბანზე გამოსახულების ლაზერით მიღების პრინციპი:

კარლსონის გამოგონებულ - "გამოსახულების მშრალ ელექტროსტატიკურ გადატანას" დაერქვა ორი ბერძნული სიტყვის, Xeros (მშრალი) და Graphein (წერა), შერწყმისაგან მიღებული კომერციულად გამართული სიტყვა - "ქსეროგრაფია" და საბოლოო ჯამში თვითონ ფირმა Xerox-მაც, რომელსაც მანამდე Haloid Company ერქვა, სახელი შეიცვალა.

 

"გამოსახულების მშრალმა ელექტროსტატიკურმა გადატანამ" საშუალება მისცა XEROX-ს გამოეყენებინა იაფფასიანი ქაღალდი, რამაც თავის მხრივ, ამ მეთოდით მომუშავე ასლგადამღები აპარატების გავრცელება გამოიწვია და დღეს თითქმის მთელს მსოფლიოში ასლის მაგივრად, სიტყვა "ქსეროქსს" ხმარობენ. ჩესტერ ფ. კარლსონი კი მილიონერი გახდა.

 

ჩვენი თანამედროვე აპარატურით და გამოცდილი სპეციალისტების საშუალებით შეგიძლიათ ასლის გამრავლება ერთიდან რამდენიმე ათასამდე სწრაფად და ხარისხიანად. და ამასთან ერთად გადაღებული ასლების დალაგება, დახარისხება და აკინძვა. მოკლედ წესრიგში მოყვანა და წარსადგენად გამზადება.